ვიკა ჭიჭუეიშვილი
სსიპ. იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე, ვიკა ჭიჭუეიშვილი, ოქროს მედალოსანი, დაჯილდოებული კომპიუტერით, 4 GPA-ითა და სახელმწიფო გრანტით, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გახდა. ის სწავლას გააგრძელებს, როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტი სრული დაფინანსებით საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ნიდერლანდების სამეფოში, ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში.