
28 აპრილს სკოლაში მოსწავლეთათვის კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა,რომელსაც უძღვებოდა საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი ნინი იკაშვილი.
მასტერკლასში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები (მასწავლებლები: მ.ჭეიშვილი, ქ. არჩვაძე,ქ. ქუთათელაძე, თ. ჭუმბურიძე. ე. სირაძე).
მოწვეულმა კალიგრაფმა მოსწავლეებს მოუთხრო ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის შესახებ, უპასუხა მათ მიერ დასმულ კითხვებს.მისი დახმარებით მოსწავლეებმა კალიგრაფიულად დაწერეს აკაკი წერეთლის სიტყვები: “ მშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო”, ასევე ისწავლეს რამდენიმე საზედაო ასოს დაწერა. მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნაშრომები, რომლებიც მათ სამახსოვროდ დარჩათ, ორმაისობასთან დაკავშირებით გამოიფინება სკოლაში. კალიგრაფმა სკოლას საჩუქრად გადასცა თავისი ნაშრომი, რომელიც ბავშვების თვალწინ შეიქმნა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ კალიგრაფიული წერა და გადაწყვიტეს, ხშირად წერონ ასე.
მასტერკლასმა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერის კულტურის განვითარება,მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა, საინტერესოდ ჩაიარა.