მაინც ამაყო, უძლეველო ქართულო სულო!

image

იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასი, დამრიგებლის - ინგა მეტონიძის ხელმძღვანელობით, სკოლის სააქტო დარბაზში ულამაზესი ღონისძიებით „მაინც ამაყო, უძლეველო სულო ქართულო!“ წარსდგა მაყურებლის წინაშე.

სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა მოსწავლეებმა დახვეწილი მეტყველებით, გასაოცარი სიმძაფრითა და ემოციით ქართული გენის, ქართული სულის ზეიმი გამართეს და დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს მაყურებელს.