მიმდინარე წლის 3 მაისს, სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ.ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მე-2 საჯარო სკოლის ერთობლივი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სკოლის ( პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია) დაარსებიდან 145 და კონსტანტინე ერისთავის დაბადებიდან 135 წლის იუბილეს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო STEM რესურსებისა და ტრენინგების ჰაბი-STEAMit-სთიმითი.
კონფერენცია გახსნა სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა მათ; ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის;
კონფერენციას მიესალმნენ შალვა კირთაძე-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ზაზა ლომინაძე-ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი; გიორგი გაბუნია-მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, აწსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; ერეკლე გიგიაძე-მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელი.
სკოლის პედაგოგმა მარინე რუსაძემ დამსწრე საზოგადოებას და მონაწილეებს გააცნო კონსტანტინე ერისთავის შვილიშვილის, ქალბატონ ლალი გორდეზიანის, ასევე, სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულების, ბატონების ზვიად კირტავასა და თორნიკე გაგოშიძის მიმართვა კონფერენციისადმი.
კონფერენცია მუშაობდა 2 სექციად, სულ წარმოდგენილი იყო 22 მოხსენება.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები(ქუთაისის, ვანის, ხობის საჯარო სკოლები), ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის პედაგოგები.
საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის ბატონებს დიმიტრი მხეიძეს, იაკობ ჯიქიას, ლევან ტყებუჩავას, ვახტანგ მიქიაშვილს; ქალბატონებს მანანა მიქიაშვილს, ხატია მოსელიანს, თამთა ხუჯაძეს, ინგა ბოჭორიშვილს, თამთა ჯანელიძეს, რომ გამონახეს დრო და მოსწავლეებს ჩაუტარეს საინტერესო კონსულტაციები.
კონფერენციაზე გაჟღერდა საინტერესო ინიციატივები.
ბოლოს, ბატონმა მურად ჯიშკარიანმა, მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.
