
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საზეიმო ვითარებაში გაიმართა ტრადიციული სიტუაციური წერის საქალაქო კონკურსი ,,ნორჩი ჟურნალისტი“, სადაც წარიმართა გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. პროექტის ავტორები: ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი ანა ჟღერია, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ლუსი ჩაკვეტაძე
იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ნინი კუხიანიძემ [დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ ჭუმბურიძე] წარმატებით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში.
ნინის ნამუშევარი დასახელდა საუკეთესოდ და პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. ის დასაჩუქრდა დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ: კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე, ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე, ჟურნალისტი, პროგრამა ,,კოლაჟის" ავტორი და წამყვანი მაია ყუფარაძე.
ნინი კუხიანიძე, როგორც კონკურსის პირველადგილოსანი გამარჯვებული მიწვეული იყო ტელეკომპანია რიონში, გადაცემაში "ჩვენი დილა", კონკურსის ხელმძღვანელებთან ერთად.