
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მიმდინარე წლის 23 მარტს გაიმართა სასკოლო აპლიკაციის პრეზენტაცია. აპლიკაციის ავტორები არიან მე-10/დ კლასის მოსწავლეები ოთარ ლაღაძე და აკაკი ხაჭაპურიძე. (დამრიგებელი მაია მორჩაძე, პედაგოგი და ორგანიზატორი მარინა რუსაძე)
როგორც პრეზენტატორებმა აღნიშნეს, აპლიკაცია გააუმჯობესებს სწავლება-სწავლის ხარისხს და გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
პრეზენტატორებმა აღნიშნეს იმ შესანიშნავი შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს და ყველა მათგანი ხასიათდება თავისი სპეციფიკით. კერძოდ, ისეთი პროგრამები, როგორიც არის teams", "online school" და სხვა საგამნმანათლებლო პროგრამები, ემსახურებიან კონკრეტულ მიზანს; "google classroom" - კი შეზღულია დავალებების ფორმატში . სკოლები ასევე აქტიურად იყენებენ ფეისბუქს, თუმცა ეს ყველაფერი განთავსებულია არსაგანმანათლებლო სივრცეში და ფუნქციონირებს დამოუკიდებლად. სწორედ ეს ფაქტი გახდა ინოვატორებისთვის მასტიმულირებელი ფაქტორი და გადაწყვიტეს, ყველაფრისთვის თავი მოეყარათ ერთ სივრცეში.
მაგალითად, თითოეულ მოსწავლეს ექნება თავისი გვერდი, სადაც ნაჩვენები იქნება ამ მოსწავლის მიღწევები ანუ ექნება თავისი პორტფოლიო. ამ პორტფოლიოს შევსებაში ავტომატურად პოსტები მიიღებს მონაწილეობას. აპლიკაციაში ასევე იქნება ამოცანათა ბაზა, სადაც თემობრივად, კლასისა და საგნის მიხედვით მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა სირთულისა და ფორმატის ამოცანები ამოხსნან. მასწავლებელი პირდაპირ ნახავს, ვინ როგორ შეასრულა დავალება, ასევე ნახავს კლასის საშუალო შეფასებას და სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს. შესაძლებელი ხდება პრე-ტესტებისა და ტესტების ჩატარება. ამოცანების ფორმატიდან გამომდინარე, ღია შეკითხვების გარდა, გასწორება მოხდება ავტომატურად, შესაბამისად შედეგები ცნობილი იქნება დამთავრებისთანავე. ამ პროექტით მოხდება სპორტის განვითარებაზე ზრუნვა. ყოველ წელს ჩატარდება ჩემპიონატი კლასებს შორის და გამოვლინდება წლის გუნდი. ეს თამაშები, სხვა კონკურსები, აქტივობები და გამოკითხვები, მათი შედეგები დაიდება სოციალურ გვერდზე; მომხმარებელს შეუძლია დაასკანეროს QR კოდი, ეწვიოს ბმულს ან მოძებნოს NeoSchool - ნეოსკოლა.
პრეზენტაციის დასასრულს ოთარ ლაღაძემ და აკაკი ხაჭაპურიძემ უპასუხეს პედაგოგების და თანატოლების შეკითხვებს.