
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯრო სკოლის ეკოკლუბმა დაგეგმა რამდენიმე შეხვედრა ქალაქის (და არა მარტო ქალაქის) გამორჩეულ და წარმატებულ ქალბატონებთან. 17 აპრილს ეკოკლუბელები დაინტერესებულ მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ ქალბატომ მირანდა ხეცურიანს, კომპანია „ნიტას“ დამფუძნებელსა და მეპატრონეს. კომპანია ფლობს ავეჯის სახლ „ნიტას“. ქალბატონი მირანდა აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო ქალბატონი, ის მოსწავლეებს საინტერესოდ უამბობდა იმ გზაზე, რომელიც გაიარა კომპანიამ დაარსებიდან დღემდე. მოსწავლეების შეკითხვაზე, რომელ პიროვნულ თვისებას გამოჰყოფდა, რომელიც დაეხმარა მას წარმატების მიღწევაში, ქალბატონმა მირანდამ აღნიშნა, რომ ეს თვისებებია: თავმდაბლობა, საქმის სიყვარული, ცოდნა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ. მისი დევიზია „აჯობე დროს“. ძალისხმევამ, დიდმა შრომამ და ინტერესმა შედეგიც მოიტანა: დღეს ავეჯის სახლი „ნიტა“ ძალიან პოპულარულია. მას პროდუქცია, ძირითად, შემოაქვს თურქეთიდან და ეგვიპტიდან, თანამრომლობს ისეთ ბრენდთან, როგორიცაა: “WELTEW Home”. ცალკე აღსანიშნავია ქალბატონ მირანდას ქველმოქმედება, ინოვაციების დანერგვა; აქვს შოუ-რუმი. ქალბატონმა მირანდამ გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლასთან