
რას ჰქვია ენის ცოდნა?
რასაკვირველია, არა კმარა მარტო სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისათვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თითოეულ ქართველს ქართულად უცემდეს გული და მაჯა...
სწორედ ამ მიზნით, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, Vე კლასში (დამრიგებელი მარიამ მარგველაშვილი), ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დარინა ყურუას ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „პირველად იყო სიტყვა“.
მასწავლებლის მთავარი მიზანი იყო, სასწავლო წლის მანძილზე ნასწავლ მასალაში არსებული უცხო სიტყვების ცოდნის შემოწმება. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და მათ შორის შეჯიბრი ცოდნის დასამტკიცებლად, სახალისო გარემოში წარიმართა.
თამაშის დასასრულს გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელი გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.