V კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდა

image

საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო მეხუთეკლასელთათვის ვიზიტი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

V ბ კლასის ( დამრიგებელი მაია კოპალიანი) „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებლის ნინო დათაშვილის ორგანიზებით, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ამსახველი ექსპონატები. ისინი ყურადღებით უსმენდნენ გიდს და შემდეგ პასუხს სცემდნენ მის მიერ დასმულ შეკითხვებს.

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნიბიერების ამაღლება და ისტორიული წარსულის გაცნობა.