ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენა

image

15 აპრილს მე-7/გ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი-ნინო გიორხელიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-მარინე ჭეიშვილი)დაათვალიერეს ცნობილი მხატვრისა და საბავშვო წიგნების ილუსტრატორის,ნინო ჩაკვეტაძის, ნახატების გამოფენა, რომელიც მიძღვნილია ქართული ენის დღისადმი. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სითბოთი, სიყვარულითა და ცოტა სევდით აღსავსე ნახატები, რომლებიც შთაგონებულია ბავშვობის მოგონებებით, ისაუბრეს მხატვართან, დაუსვეს მას კითხვები, გამოხატეს შთაბეჭდილებები. მხატვარმა მადლიერება გამოთქვა ბავშვების დაინტერესების გამო და მიიწვია ისინი თავის გალერეაში.