
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ კალიგრაფის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ შორის, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო თურქია.
ქალბატონ ნინოს, ქუთაისის მერმა გადასცა მადლობის სიგელი „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და ასევე სერთიფიკატით „კალიგრაფიის კონკურსი 2024“ ნომინაცია „ჟიურის რჩეული“. ის ასევე დაჯილდოვდა ფულადი პრემიებით, „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებისათვის.
ჩვენი სკოლის სახელით, ვულოცავთ ნინო მასწავლებელს მნიშვნელოვან წარმატებას! საამაყოა, რომ მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, თავიანთი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი სიყვარულით, დიდი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის განვითარებაში.