
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლუკა კუჭავა, ლუკა თელია , ალექსანდრე ობოლაძე , დათი ხარძეიშვილი, მათე სვანიძე და დავით ხაჟალია, სულიკო თორთლაძის სახ. მე-11 სპორტული სკოლის საკალათბურთო კლუბის წევრები არიან.
2009 წელს დაბადებულთა საკალათბურთო გუნდმა, ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში ( EYBL) (European Youth Basketball League) წარმატებით იასპარეზა და სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბოლო ეტაპსა და ფინალში, ჩვენი ბიჭების უდიდესი მონდომებითა და შემართებით, 10 თამაშიდან 8-ის მოგება მოახერხეს, რის შედეგადაც მეორე ადგილი დაიკავეს და ამჟამად, სუპერფინალში ასპარეზობენ, რომელიც პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში იმართება.
გამარჯვებული სპორტსმენები მოპოვებული კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
წარმატებულ კალათბურთელებს ასევე შეხვდა ქალაქის მერი იოსებ ხალალეიშვილი, მათ მიღწეული წარმატებები მიულოცა და ახალგაზრდებს ჯილდოები გადასცა.
ჩვენი სკოლის კალათბურთელი ბიჭები, უკვე გაემგზავრნენ პოლონეთში, კერძოდ, ქალაქ ვარშავაში, სუპერფინალში სათამაშოდ.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის სახელით, ვულოცავთ კალათბურთელებს წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ ამ მნიშვნელოვან თამაშზე.