
რეზო გაბრიაძე-მხატვარი, რეჟისორი, მწერალი, მოქანდაკე, რომლის შემოქმედება სიკეთითა და იუმორით არის გამსჭვალული და მოგვითხრობს, ერთი შეხედვით, უბრალო, მაგრამ სამუდამოდ დასამახსოვრებელ ისტორიებს. გაბრიაძის სამყარო არავის და არაფერს ჰგავს. გამორჩეულობას კი ავტორის ნიჭიერება განაპირობებს. ამ კეთილშობილებით აღსავსე გენიალურ შემოქმედს მიეძღვნა 13 აპრილს მკითხველთა კლუბ "წიგნიერის" მორიგი სხდომა.
მოზარდებს რეზო გაბრიაძის ცხოვრება და შემოქმედება კინომცოდნე თამთა თურმანიძემ გააცნო. მან მოსწავლეებს აჩვენა ნაწყვეტები ანიმაციური ფილმიდან "ჰარი, ჰარალე, დედაო", რომელიც მწერლის ცხოვრების, მათ შორის, ქუთაისში გატარებული ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს რეზო გაბრიაძის ნაწარმოებების შესახებ, სტუმარს დაუსვეს კითხვები. კლუბის შეკრება მეტად საინტერესო აღმოჩნდა. დაგეგმილია კიდევ სხვა აქტივობები დიდი ხელოვანის შემოქმედების უკეთ გასაცნობად.