
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 მარტს ჩატარდა კონფერენცია „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“, რომელიც მიეძღვნა მდგრადი განვითარების მიზანს - „მსოფლიოს ეკოსისტემები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლისა და სსიპ წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები, ბიომრავალფეროვნების მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ ჭეიშვილი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნინო მანგალაძე. პროექტის მხარდამჭერია იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადამინისტრაცია. მოსწავლეებმა ზოგადად მიმოიხილეს ეკოსისიტემები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოსისიტემებში კვებითი ჯაჭვი; მიმოიხილეს ზოგადად სხვადსხვა ტიპის ეკოსისტემები და შემდეგ ისაუბრეს ბოტანიკურ ბაღებზე, მათ მნიშვნელობაზე. წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები საქართველოს ბოტანიკურ ბაღებზე (ქუთაისის, თბილისის, სოხუმის, ზუგდიდის, ბათუმის); ასევე, ბრუკლინის, ბრიტანეთის სამეფოს, სინგაპურის, ალასკის, რიო-დე ჟანეიროს, დუბაის ბოტანიკურ ბაღებზე; ადამიანის ხელით შექმნილ ეკოსისტემებზე საუბრისას მოსწავლეებმა გაიხსენეს სურამი და ადამიანი, რომლმაც ფაქტიურად შექმნა ეს უნიკალური კურორტი.; გამოთქვეს მოსაზრება , რომ ერთი აქტივობა მიეძღვნას მიხეილ მურვანიშვილს და მის საქმიანობას. ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი პროდუქტები- „საქართველოს წითელი წიგნი“ და ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნი „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“. კონფერენციის შემდეგ გაიხსნა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღნა დედამიწის ეკოსისტემებს. აღნიშნული ღონისძიებით მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს ეკოსისტემების შესახებ და გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა.