"სვანეთი და მისი სტიქიური მოვლენები"

image

 

ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ნინო ფაჩუაშვილმა ჩაატარეს.

მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაციები სვანეთის ისტორიისა და მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. მათ ყურადღება გაამახვილეს სვანეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებზე და ისაუბრეს მისი თავიდან აცილების გზებსა და თავდაცვის საშუალებებზე.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები სტიქიური მოვლენების შესახებ და შემდგომ გამართეს დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით.

გარდა პრეზენტაციებისა, მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ სვანეთის ლანდშაფტისა და მისი ულამაზესი ბუნების

ამსახველი მაკეტები .