ფილმის ჩვენება ,,მნიშვნელოვანი გაჩერებებით“

image

არაფორმალური განათლების ფარგლებში, არაფორმალურ გარემოში , გასვლითი გაკვეთილით მე-3 კლასის პარალელებმა მიზანმიმართულად დაგეგმეს ფილმის, სასწავლო რესურსად გამოყენება. პედაგოგები შეთანხმდნენ, რომ თითოეულის სადამრიგებლო ნახავს ერთსა და იმავე ფილმს ,,კლასის წინ“, მოსწავლეები შექმნიან ფილმზე დაკვირვების დღიურს და გააკეთებენ ჩანაწერებს. ფილმის ჩვენება ,,მნიშვნელოვანი გაჩერებებით“ განხორციელდება , რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს კონკრეტული სიუჟეტი მრავალმხრივ განიხილონ , გამოთქვან მოსაზრებები, არგუმენტებით გაამყარონ გამართონ დისკუსია .

პროცესი შემაჯამებელი მაშტაბური პრეზენტაციით დაგვირგვინდება. პარალელები ერთმანეთს გაუზიარებენ ნანახით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს, იმსჯელებენ თავიანთი ხედვის კუთხით დანახულ პრობლემებზე და პრობლემის გადაჭრის ეფექტურ სტრატეგიებზე.

ინგა მეტონიძის III ე კლასის ,,სიკეთის ელჩებმა“ უკვე ნახეს ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ფილმი და სწორად ფორმულირებული , ღირებულებებზე დაფუძნებული არგუმენტირებული დისკუსიაც გამართეს.