საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსი

image

2024 წლის 10 თებერვალს ა(ა)იპ ,,ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ გამოაცხადა საგანმანათლებლო ბლოგების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის თავისუფალ თემაზე.

 კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის XI კლასისა (დამრიგებელი თამარ ჭუმბურიძე) და IX კლასის (დამრიგებელი ნათია გაბუნია) მოსწავლეებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა თინათინ სვანაძე. Მათ საინტერესოდ წარმოადგინეს საკონკურსო თემა: “XXII საუკუნე”. Ახალგაზრდებმა მიმოიხილეს XXI საუკუნე, ისაუბრეს ქუთაისის პროგრესულ მომავალზე, ტექნოლოგიებისა და ხელოვნების გავლენაზე; წარადგინეს კვლევის შედეგები და შეაჯამეს აღნიშნული თემა სამომავლო იმედებით.

1 აპრილს დროებითი კომისიის მიერ დაჯილდოვდნენ სკოლები. Ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად ასახელეს N2 საჯარო სკოლა. Ახალგზარდებმა Მოპოვებული საჩუქრები სკოლის ბიბლიოთეკას უძღვნეს.