ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

image

ქუთაისი მეორე საჯარო სკოლასა და ა(ა)იპ "პასკალი -2012"-ს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და ა(ა)იპ „პასკალი-2012“-ს ხელმძღვანელმა დავით ადამაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის გაფორმების მთავარი მიზანია ორივე მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთხელშეწყობა ახალგაზრდული პოლიტიკის დანერგვასა და პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და განსაზღვრონ და დაუკავშირონ სამომავლო პროფესია STEAM განათლებას;

დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის მოზარდებში ტექნოლოგიური მიმართულებიბის მიმართ ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება STEAM სწავლების მიმაართულებით და კონკურსების, შეჯიბრებების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება.