სტუმრად ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში

image

გრძელდება ჩვენი პროექტი,,ჩემი წარსული ჩემი ფესვებია".

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად 7ბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნათია გვეტაძე ,ისტორიის მასწავლებელი ბელა ხეცურიანი), ესტუმრენ ოტია იისელიანის სახლ-მუზეუმს, სადაც მასპინძლობა გაგვიწია მისმა შვილმა, დაჩი იოსელიანმა. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ7ბ კლასის მოსწავლეებმა ლილე ნიჩბიანმა, ელენე ხაჭაპურუძემ, ანა მანაგაძემ და ლიზი ყურაშვილმა, წარმოადგინეს თავიანთი ვიდეორგოლი ოტია იისელიანის ღირსებასა და დამსახურებაზე, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე ქართველი ერისა და საქართველოს წინაშე.

მათ ასევე წაიკითხეს ოტია იისელიანის ლექსები.

მოსწავლებს ესაუბრა დაჩი იოსელიანი და გააცნო მწერლის ცხოვრების საინტერესო ფაქტები.

ბარბარე კაკაურიძემ კი ოტია იოსელიანის სახლ მუზეუმს თავისი შესრულებული მწერლის პორტრეტი უსახსოვრა, რომლითაც მასპინძელი ძალიან გაახარა

პროექტის მიზანია: მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, ცნობილი ადამიანების ისტორიისა და შემოქმედების გაცნობა და მათი ღვაწლის შეფასება. ნათქვამია, ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს თუ მან არ იცის თავისი ქვეყნის ისტორიაო. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ესა, წარსულის და იმ ადამიანთა ისტორიის გაცნობ და ცოდნა, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ისეთი პატარა ქვეყნის შექმნასა და განვითარებაში, როგორიც საქართველოა.

პროექტზე მუშაობა,მოსწავლეებს გამოუმუშავებთ თანამშრომლობის, ინფირმაციის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტაციისა უნარს. და რაც მთავარია, წარსულის სიყვარულისა და სიამაყის განცდის უნარ ჩვევებს.