სამოქალაქო განათლების ქარავანი - 2023

image

მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბერში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა (CETF) და გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს (BPB) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი-,,სამოქალაქო განათლების ქარავანი 2023“.

პროექტის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო განათლების საკითხებზე მომუშავე აქტორების გაძლიერება და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დემოკრატიის ხელშეწყობა იყო.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლეებმა: ლალიტა გერაძემ, ოთარ ლაღაძემ, მარიამ გელდიაშვილმა და ნინი ბურჯანაძემ (კლასის ხელმძღვანელი მაია ფანცხავა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ლილი შუბლაძე).

მოსწავლეებსა და მასწავლებელს გადაეცათ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.