
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის VI ვ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ანა გოგავა) სკოლის სააქტო დარბაზში წარმოადგინეს სპექტაკლი ,,ბოშები", ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. მოსწავლეებმა სახასიათო როლებით, ცეკვებითა და სიმღერით დიდი სიამოვნება მიანიჭეს დამსწრე საზოგადოებას.
წარმოდგენას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. მათ შორის ყველასათვის პატივსაცემი და საამაყო მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე, რომელმაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ შეაფასა სპექტაკლი და მოსწავლეებს მიულოცა დებიუტი სცენაზე.
დამწყებ მსახიობებს წარმატებული სპექტაკლი მიულოცა სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა, პირველმა მასწავლებელმა ნათია დევიძემ, ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა - წარმოდგენაზე სპეციალურად მოწვეულმა მერვე კლასელებმა, რომლებიც პროგრამულად გადიან ნოდარ დუმბაძის მოთხრობას „ბოშები“. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სცენაზე წარმოდგენილი ნაწარმოები.
სკოლის სახელით ვულოცავთ ანა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს ულამაზესი დღის წარმატებით ჩავლას!