საქალაქო კონფერენცია

image

სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების საფეხურისა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „USAID”-ის საბაზისო განათლების პროგრამის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია „XXI საუკუნის გამოწვევებზე ორიენტირებული საბაზისო განათლება“

კონფერენცია მიეძღვნა მასწავლებლის ეროვნულ დღეს.

კონფერენციაში წარმოდგენილ მოხსენებებში პრიორიტეტული მიმართულებები იყო:

ინოვაციური სწავლების მეთოდები, თანამშრომლობითი კულტურა და არაფორმალური განათლება (კლუბური მუშაობა).

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო:

 სწავლების თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ინოვაციური მიდგომებისა და

მეთოდოლოგიის დანერგვა სასკოლო გარემოში;

 სასკოლო კულტურის გაუმჯობესება;

 რეგიონულ დონეზე საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება;

 საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური წიგნიერებისა და უნარ-ჩვევების

გაუმჯობესება;

 ინიციატივის, ლიდერობის, პასუხისმგებლობისა და პროდუქტულობის გაუმჯობესება.