VI ე კლასის მილოცვა მასწავლებლებს

image

27 ოქტომბერი - მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილებით, პირველად აღინიშნება საქართველოში, ჩვენი სკოლის VI ე კლასმა, დამრიგებლის ხათუნა ხეცურიანის ორგანიზებით, მასწავლებლებს ულამაზესად მიულოცა! 

„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!

მასწავლებლობა ერთ-ერთი უჩვეულო პროფესიაა. საინტერესო და საპასუხისმგებლო. ერთი მხრივ, სასიამოვნოა მოზარდებთან ურთიერთობა, მოსწავლეთა პიროვნული ფორმირების პროცესში მონაწილეობა-ხელშეწყობა, მეორე მხრივ ვალდებულება- საკუთარი გონება, ინტელექტი და თავისუფალი აზროვნება მიმართო ბავშვებისკენ, რომელთა მომავალიც შენს ხელშია. ეს ის პროფესიაა, სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეიძლება, რადგან მასწავლებელი მუდამ დგას არაერთი გამოწვევის წინაშე.

მასწავლებელზეა დამოკიდებული, მრავალწილად, მოსწავლის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება. მისმა შრომამ საზოგადოებას უნდა მისცეს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივად ჯანსაღი პიროვნება.

მრავალი თაობის აღმზრდელთ ვინ იცის ,რამდენი უძილო ღამე გაგითენებიათ ჩვენს ნამუშევრებთან.

თქვენ, პატარების სულის მესაიდუმლეებმა, კარგად იცით, ჩვენი ფრთაშეუსხმელი ოცნებების შესახებ.

დღეს თქვენი დღეა საყვარელო აღმზრდელებო!

ჩვენი პატარა, სიხარულით აღსავსე გულებით, გილოცავთ და ღმერთსა ვთხოვთ: „ჰოი, ყოვლათწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, აკურთხენ ჩუენი მასწავლებელი, მიმყვანელი ჩუენნი ცნობად კეთილისა და მოგუეც ჩუენ ძალი, რაითა გავაგრძელოთ საქმეი მისი“

გილოცავთ დღესასწაულს მასწავლებლებო!“

პატივისცემითა და სიყვარულით

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის VI ე კლასი

დამრიგებელი ხათუნა ხეცურიანი