მიხეილ ბაბიაშვილის სტუმრობა

image

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბატონ მიხეილ ბაბიაშვილს უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდას" და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები,რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ბავშვთა უფლებების თემატიკაზე განხორციელებული მრავალფეროვანი პროექტები წარუდგინეს. შეხვედრის მსვლელობისას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა მოსამართლის პროფესიის, მისი ძირითადი სირთულეების, ბავშვთა უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათი დაცვის გარანტიების შესახებ.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში.

პ.ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, PH International - საქართველო ახორციელებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას. აღნიშნულ პროგრამას აფინანსებს USAID და მისი მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას.