
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა მუდმივ მზადყოფნაშია ჩაერთოს საინტერესო პროექტებსა და გამოწვევებში. ამჯერად, ჩვენი სკოლის X (ბ) კლასის მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებთან ერთად (დამრიგებელი: ნინო დათაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ნინო თევდორაძე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრობდნენ, სადაც ბავშვებმა დეტალურად გაიგეს ხელისუფლების მე-3 შტოს (სასამართლო ხელისუფლების) მუშაობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ საქმეთა წარმოების წესს, დეტალურად განიხილეს შენობის ისტორია, ესტუმრნენ სხდომათა დარბაზებს და როლური თამაშის გამოყენებით მოსამართლისა და პროკურორის როლებიც წარმატებით მოირგეს. პროექტი ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც ახალგაზრდა თაობების სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.