
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული წამახალისებელი ჯილდო, პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია ჩვენს სკოლაში, ჩვეულებისამებრ, გრანდიოზულად აღინიშნა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ქციტიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი შალვა კირთაძე. მოწვეულმა სტუმრებმა პირადად გადასცეს მოსწავლეებს განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს დამსახურებულ საჩუქარს.