მეხუთეკლასელთა ფიცის დადება - 2023

image

29 სექტემბერი დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის დაბადების დღეა.

ვულოცავთ ამ დღეს სრულიად საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას.

ტრადიციულად, 29 სექტემბერს, იოსებ ოცხელის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა, ქუთაისის პანთეონში ,იოსებ ოცხელის საფლავზე პატივი მიაგეს ღირსეული მამულიშვილის ნათელ ხსოვნას და საზეიმო ფიცი დადეს.