სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“ გაიმართა, რონელშიც იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
(პედაგოგები: ნინო თევდორაძე, ლილი შუბლაძე)
კონფერენციაზე, მომხსენებლებმა ისაუბრეს გლობალურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეს მსოფლიოშია. ასევე ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო განათლების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ლიდერობისა და თვითგანვითარების შესახებ.
ქართველ მომხსენებლებთან ერთად, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ - ოქსფორდის, ამერიკისა და კანადის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
