
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში კვირეული გრძელდება. ამჯერად, მესამე კლასელები, დამრიგებელთან ინგა ნეტონიძესთან ერთად , ქუთაისის N8 საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. მასპინძელმა ბიბლიოთეკარებმა მოსწავლეებს მოთხრობები წაუკითხეს და მათთან ერთად განიხილეს ნაწარმოების შინაარსი. ისაუბრეს წიგნიერებაზე, გაიხსენეს ლექსები და გამონათქვამები წიგნის შესახებ.