
2024 წლის 28 თებერვალს ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლასა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბანკი, ხუთი წლის განმავლობაში, 1000-1000 ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვებს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს.
მემორანდუმი, საქრთველოს ბანკსა და ჩვენს სკოლას შორის, დღეს გამართულ ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში გაფორმდა.
მოგეხსენებათ, მოსწავლეთა სტიპენდიით დაჯლდოება, 2023-2024 სასწავლო წლის 15 სექტემბერიდან ხორციელდება. სკოლაში სტიპენდიის დაარსების იდეა და მისი განხორციელება ჩვენი სკოლის დამაარსებლის სილოვან ხუნდაძის შთამომავალს ქალბატონ ეკა ასათიანს ეკუთვნის. ჩაფიქრებული საქმე კი სკოლის დირექციამ სისრულეში მოიყვანა. სკოლის ხელმძღვანელების ორგანიზებით შეიქმნა კომისია საგნობრივი კათედრების მიხედვით, საბაზო საფეხურის მოსწავლეთაგან დასახელდნენ კანდიდატები და შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად გამოვლინდნენ სტიპენდიანტები.
დღეს კი ამ მეტად სასიკეთო საქმეს საქართველოს ბანკიც შეუერთდა. საქრთველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ 4 მოსწავლე მიიღეებს 1000-1000 ლარიან სტიპენდიას.