გაკვეთილი თემაზე „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.

image image image

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო თურქიამ, VII ვ კლასში (დამრიგებელი ნანა ხარშილაძე) ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.

 

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს პოემის ცნობილი ილუსტრატორების - მიხაი ზიჩის, სერგო ქობულაძის, ლევან თავაქარაშვილისა და ირ. თოიძის შესახებ, წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციები.

 

მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ამ თემაზე მუშაობის პროცესში ეწვია ცნობილი ქართველი ხელოვანის, ბ-ნ არსენ ფოჩხუას მუზეუმს, დაათვალიერეს „ვეფხისტყაოსნის“ ბზის კვეთილობით შესრულებული ილუსტრაციები.

პრეზენტატორებმა - ლილიანა ავალიანმა, მარიამ ივანეიშვილმა, გურამ პაიკიძემ, კატო ტყეშელაშვილმა და მარიამ ჭელიძემ თავიანთ ჯგუფებთან ერთად სანიმუშოდ გაართვეს თავი მოსამზადებელი სამუშაოების სირთულეს და მოწონებაც დაიმსახურეს.

მოსწავლეებმა - ნიკოლოზ ბეგიაშვილმა და კესო ბობოხიძემ წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს საგამოფენო დაფა.

 

აღნიშნულ გაკვეთილზე, მოსწავლეთა ინიციატივით, ბატონ არსენ ფოჩხუას მეუღლე, ლია ქურციკიძე მოიწვიეს, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ მუშაობდა ცნობილი ხელოვანი ბზაზე და როგორ შექმნა უნიკალური ილუსტრაციები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დირექციისა და საპატიო სტუმრების გარდა, გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც, რამაც უფრო საინტერესო გახადა საგაკვეთილო პროცესი.

საკლასო ოთახში გამოფენილი იყო პედაგოგ ნინო თურქიას პირადი კოლექცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საუკუნეებში გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემებს.

მოსწავლეთა დიდი ინტერესის გამო, მასწავლებელმა ნინო თურქიამ მათ აჩვენა მის მიერ ასომთავრული ანბანით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიუძღვნა.