




სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განახორციელეს პროექტი „ჰიდროთერაპია“, რომელიც მოიცავდა რამდენიმე აქტივობას.
23 თებერვალს, კლუბის ორგანიზებით, მოეწყო მოსწავლეთა კონფერენცია „წყლის სასარგებლო თვისებები“. კონფერენციაზე მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ძალიან საინტერესო მოხსენებები; კონფერენციას უძღვებოდა კლუბის წევრი გაბრიელ სულამანიძე, კონფერენციას ესწრებოდნენ მე-9-10 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის დირექტორი და წყალტუბოს თერმული წყლების მთავარი ექიმი ქალბატონი ნანა გვიშიანი.
მოსწავლეებმა (ირმა ხიბბა, ლიზა გაბელაშვილი, საბა ჯინჭველაშვილი, საბა ხუბუკელაშვილი,ირინა ნემსაძე, ნატალი ჯავახაძე, მართა ნემსვერიძე, თამარ გაბრიჭიძე, გიორგი ზამბახიძე, მარიამ გელდიაშვილი, ლიზი დოგრაშვილი, ნინო ღონიაშვილი) ისაუბრეს ჰიდროთერაპიის მნიშვენელობაზე, მიმოიხილეს ჰიდროთერაპიის სახეები და საქართველოს კურორტები, რომლებიც განთქმულია თერმული წყლებითა და მინერალური სასმელებით. ისაუბრეს მათ სასარგებლო თვისებებზე; აბასთუმნის უნიკალურ კლიმატურ-ბალნეოლოგოურ კურორტზე; ლაშიჭალის და ძუღურის უნიკალურ წყლებზე, მიმოიხილეს კვერეთისა და ცაიშის კურორტები; საყოველთაოდ ცნობილი ბორჯომის წყალი და ნაბეღლავი-წყალი მარგებელი; ასევე, მომხსენებლებმა ისაუბრეს გოგირდიანი წყლების აბაზანების მნიშვნელობაზე, კურორტ ნუნისის სამკურნალო წყალზე, წყალტუბოს უნიკალურ თერმულ წყლებზე. წყალტუბოს თერმული წყლების მნიშვნელობაზე და ამ კურორტის განვითარების პერსპექტივაზე მოსწავლეებს ესაუბრა წყალტუბოს თერმული წყლების მთავარი ექიმი ქალბატონი ნანა გვიშიანი. მოსწავლეებმა ლუკა პერანიძემ და საბა ჩოგოვაძემ წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი მინერალური წყლების საიტი. მე-10 კლასის მოსწავლემ ლიზი დევიძემ ისაუბრა დაავადებებზე, რომელსაც იწვევს წყლის არსაკმარისი რაოდენობით მიღება.
მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი წყლის მოფრთხილება და სანიტარული ნორმების დაცვა; ზემოთ აღნიშნული კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარება და კეთილმოწყობა ისევ ადამიანების ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის. კონფერენციის ბოლოს გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო წინადადება, რომელიც კლუბის წევრებმა მოინიშნეს და სამოქმედო გეგმაში შეიტანეს.