




ზღვა ემოცია!
ასე შეგვიძლია დავახასიათოთ დღევანდელი საახალწლო კარნავალი და მართლაც, უზღვავ ემოციას დაიტევს ეს ორიოდე სიტყვა, რომელსაც სრულყოფილად ვერ გადმოვცემთ, რაც არ უნდა დაწვრილებით აღვწეროთ ღონისძიება.
თითქოს, უკვე ტრადიციად იქცა, როცა ჩვენი სკოლის პარალელური კლასების მასწავლებლები ღონისზიებას დაგეგმავენ, იქ რაღაც ღირებული, სანახაობრივი, შთამბეჭდავი შეიქმნება. ასე იყო გასულ სასწავლო წელს და ასე იყო დღესაც!
მეშვიდე კლასების დამრიგებლების ნათია გვეტაძის, ნინო გიორხელიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ნანა ხარშილაძის, მზეო სალდაძისა და მაკა ყურაშვილის ორგანიზებით, სკოლის სააქტო დარბაზში საახალწლო კარნავალი გაიმართა.
კარნავალზე, მოსწავლეებმა, სხვადასხვა ქვეყანაში გვამოგზაურეს, გაგვაცნეს მათი საახალწლო ტრადიციები და წეს-ჩვეულება, იმღერეს, იცეკვეს და ბოლოს ქართველი თოვლის ბაბუაც მოგვიყვანეს, მოგვილოცეს, დაგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და თავიანთი შემოქმედებით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს მეორე სკოლელებს.