ტრენინგი თემაზე "ადამიანის უფლებები"

image image image image

ადამიანის უფლებები ის ძირითადი სტანდარტებია, რომელიც საზოგადოებისთვის ღირსეული და დაცული ცხოვრების გარანტიას ჰქმნის

პროექტის ფარგლებში "ერთიანობა მრავალფეროვნებაში" და "საია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ხელშეწყობით, მეორე საჯარო სკოლაში, 26 დეკემბერს, ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ადამიანის უფლებები". ტრენინგის მიზანი იყო თანატოლებში ადამიანთა უფლებების პოპულარიზება და ცნობადობის ამაღლება.

ტრენინგს უძღვებოდნენ მეორე საჯარო სკოლის XIგ კლასის მოსწავლე ნინი კუხიანიძე (დამრიგებელი - თათია ჭუმბურიძე) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნინი მხეიძე.