




V ა კლასში (დამრიგებელი ნატო რუხაძე) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დარინა ყურუას ორგანიზებით „საახალწლო გაკვეთილი“ ჩატარდა. მასწავლებლის მიერ შერჩეული თემატიკის საფუძველზე, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოამზადეს საინტერესო თემები საქართველოში არსებული საახალწლო ტრადიციების შესახებ, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წარმოადგინეს პერფორმანსები და პრეზენტაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ახალი წლის ტრადიციების შესახებ.