გერმანისტების ახალი წელი

image

გერმანული ენის მასწავლებლის ქეთევან ჯავახაძის ხელმძღვანელობით, V-ბ, V-გ, V-ე და ასევე VI-ა და VI-გ კლასებში მოეწყო საშობაო საახალწლო ზეიმი. მოსწავლეებმა: ა. ცნობილაძემ, ი. ბერიძემ, ნ. გვენეტაძემ და გ. ლომინაშვილმა დახვეწილი ფონეტიკით გააცნეს სტუმრებს, თუ როგორ ხვდებიან მათი თანატოლები გერმანიაში შობა- ახალ წელს. ასევე მოსწავლეებმა: ა. ლელაშვილმა, ა. თევზაძემ და ნ. კაპანაძემ "ჭრიჭინა და ჭიანჭველა" გერმანულ ენაზე წარუდგინეს მაყურებლებს. მათ წაიკითხეს ლექსები, ხოლო V-გ კლასის მოსწავლემ დოლზე არაჩვეულებრჯვად შეასრულა გ. ონიანის "დოლური". ბოლოს მოსწავლეებმა: მ. სამხარაძემ, ლ. შალამბერიძემ, ი.შალამბერიძემ და ა. გოშაძემ თოვლის ბაბუასაც უმასპინძლეს და საჩუქრებიც დაარიგეს, რამაც განსაკუთრებული სიხარული შესძინა ღონისძიებას.