
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" / Cultural-Humanitarian Fund "Sukhumi" -თან არსებული ფორუმთეატრი, რომლის ხელმძღვანელი მსახიობი მაგდა ჩიხლაძეა, ჩვენს სკოლას ესტუმრა და მესამე კლასების მოსწავლეებს სპექტაკლი "გვრიტი" წარუდგინა. ღონისძიების ბოლოს კი გაიმართა მსჯელობა სიკეთეზე, მეგობრობასა და ტოლერანტობაზე