პროექტ-გაკვეთილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

image image

ქუთაისის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7ბკლასს (დამრიგებელი ნათია გვეტაძე), ისტორიის მასწავლებელმა ბელა ხეცურიანმა ჩაუტარა შემაჯამებელი პროექტ-გაკვეთილი თემაზე "ქვის ხანა საქართველოში". მოსწავლეებმა თავად მოირგეს გიდის როლი და მოსწავლეებსა და მსმენელებს თავად ესაუბრნენ პალეოლითის, მეზოლითისა და ნეოლითის ხანაზე, იმ პერიოდის სოფლებზე, ძეგლებზე, საბრძოლო და სამუშაო იარაღებზე, ყოველდღიური ცხოვრების წესსა და მიღწევებზე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ვიდეო რგოლი კონკრეტულ ხანაზე , რასაც ძალიან კარგად და საინტერესოდ გაართვეს თავი.

პროექტ_გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, აღმოჩენებისა და სიახლეების დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, დროსა და სივრცეში ორიენტირება, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისა და კანონზომიერებების დადგენისათვის საჭირო სპეციფიკური და თანამშრომლობითი უნარ -ჩვევების განვითარება.