

VIII დ კლასის მოსწავლეებმა-(ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ანა გოგავა, დამრიგებელი-თამთახაჭაპურიძე) შეისწავლეს გიორგი ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტა" და ნახეს თენგიზ აბულაძის ფილმი ,,ნატვრის ხე''. ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებმა ტექსტი და ფილმი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, ყურადღება გაამახვილეს ნაწარმოების თავისებურებაზე და გაიაზრეს ტექსტში გამოყენებული ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები.
ჯგუფებში იმუშავეს ციციკორეს, მარიტას, გედიას და შეთეს მხატვრულ სახეებზე.
შეაფასეს და გაიაზრეს ნაწარმოების თემის აქტუალურობა.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი, რომელმაც დისკუსია გამართა მოსწავლეებთან.