

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართა კონკურსი (კონფერენცია). კონკურსი ეძღვნებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს (მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს).
მონაწილე 150 მოსწავლიდან ფინალურ ეტაპზე 25 მოსწავლე გადავიდა. აღნიშნული კონკურსის ფინალისტი გახდა ჩვენი სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლე- ნინო სტურუა, რომელიც კონფერენციაზე წარსდგა თემით: ,,სამართლის უზენაესობა“. (კლასის ხელმძღვანელი- მაია ფანცხავა. საკონფერენციო თემის ხელმძღვანელი- ლილი შუბლაძე). ნინო დაჯილდოვდა სერტიფიკატით, მისი ნაშრომი დაიბეჭდება უნივერსიტეტის ჟურნალში და მას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ზამთრის სკოლაში.
ვულოცავთ ნინოს ამ დიდ წარმატებას!