


ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლის ინგა მეტონიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკაში შემოქმედებითი საზოგადოება "მზის თეატრის" მიერ გამართულ პოეზიის საღამოში, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნებული პოეტის ნინა გიორგაძის წიგნის „ლექსები და მოთხრობები“ პრეზენტაციას მიეძღვნა. ღონისძიებაზე ჩვენმა მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს პოეტის შემოქმედება, ასევე შედგა პრემიერა ნინა გიორგაძის ლექსზე დაწერილი სიმღერისა, რომელიც შეასრულა პოეტმა, ამავე ღონისძიების ორგანიზატორმა ნათია ჯიმშელეიშვილმა.