
იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის XI (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები, მეწარმეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ქართულ საწარმო - ლევანტოში, სადაც გაეცნენ და დააკვირდნენ ფეხსაცმლის წარმოების ეტაპებს.
საწარმოს მენეჯერმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმოების პროცესის შესახებ. უპასუხა მოსწავლეთა კითხვებს, რომელიც მათ დათვალიერება-დაკვირვების პროცესში გაუჩნდათ.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში მეწარმეობრივი საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერებას, მეწარმეობრივი უნარ ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბებასა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.
• პროექტის ხელმძღვანელები: ხათუნა აფრიდონიძე, ლილი შუბლაძე.
• კლასის ხელმძღვანელები: ეკა ჯუღელი, მარინა ჭეიშვილი, თათია ჭუმბურიძე.